კლდეში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია სრულდება
სოფელ კლდეში ე. წ "ზეუბნის" საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე ხდება გვერდულების შევსება და მიმდინარეობს გზის საყრდენი კედლის მოწყობა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 491 ლარით ფინანსდება.
წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა.