ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ნინოწმინდის მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ოთხ მუნიციპალიტეტში, "ენერგო–პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს, 09:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 983 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, ტყემლანა, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 454 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ძველი, ჭობარეთი, ორგორა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 2 464 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, ენთელი და მიმდებარე სოფლებში და ახალციხეში.
15:00-დან 18:00 საათამდე 230 აბონენტს ნინოწმინდაში თავისუფლების, კარლ-მარქსის, ოვსეპიანისა და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.