ადიგენსა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 12:30-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
1936 აბონენტს ადიგენში ზაზაშვილის, ლელოვანის, რუსთაველის, ვაჟა ფშაველას, მესხეთის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე,
14:00-დან 18:30 საათამდე 1181 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, აბული და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.