მინდია შაინიძე სპორტულ საგანმანათლებლო ცენტრში 70 ბავშვს უსასყიდლოდ ავარჯიშებს. მისმა მოსწავლეებმა ევროპისა და საქართველოს ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის მკვიდრთან მინდია შაინიძესთან ინტერვიუს ,,კვირის პალიტრა აქვეყნებს". 23 წლის ახალგაზრდა იმ სირთულეებზე საუბრობს, რისი დაძლევაც როგორც მოჭიდავეს მოუწია. მეგობრებთან ერთად მან საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები მთის განვითარებისთვის" დაარსა, რისი საშუალებითაც სოფელში
სპორტული დარბაზი ააშენა, სადაც უკვე ადიგენის სხვადასხვა სოფლებიდან სამოცდაათამდე ბავშვი ვარჯიშობს.
ახალგაზრდა მოჭიდავე ბავშვობიდან სპორტსმენობაზე ოცნებობდა, მაგრამ სოფელში არც სპორტული სკოლა ჰქონდათ, არც მასწავლებელი ჰყავდათ... ამის მიუხედავად, ბიჭს ფარ-ხმალი არ დაუყრია და სავარჯიშოდ ადიგენის ცენტრამდე 8 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდა. მერე იქაც აღარ იყო მასწავლებელი, ამიტომ იძულებული გახდა, სახლში ევარჯიშა. დღეს მისი შრომის წყალობით ადიგენის სოფლების ბავშვებს სპორტული დარბაზიც აქვთ, სპორტული-საგანმანათლებლო ცენტრიც და
70 ბავშვს უსასყიდლოდ ავარჯიშებს. მისმა მოსწავლეებმა ევროპისა და საქართველოს ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.
,,გამიჩნდა იდეა, ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიანი გამეხადა. ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვთხოვე, გამოეყოთ ადგილი, სადაც სხვა სოფლებიდანაც შეძლებდნენ ბავშვები მოსვლას. გამგეობა არ დამეხმარა, ამიტომ მოპოვებული გრანტითა და ჩემი ხარჯით ვიყიდე ნაკვეთი და დარბაზი ავაშენე. დღეს აქ 70 ბავშვი ვარჯიშობს. საღამოს 5-დან 8 საათამდე პატარებს ვავარჯიშებ. ჩემი მოსწავლე წელს ევროპის პრიზიორი გახდა და გული მწყდება, რომ ადგილობრივმა მმართველობამ მისთვის სტიმულის მისაცემად არაფერი გააკეთა. ვერიდები ამის თქმას, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება რატომღაც მებრძვის. ამხელა შენობას ვაშენებდით და არაფრით დაგვხმარებიან. ჩემი ხარჯით გავაკეთე ყველაფერი, დაახლოებით 20.000 ლარით, დანარჩენი პროექტის ფარგლებში. სპორტის სამინისტროს პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და ამან მომცა საშუალება, სპორტული ცენტრი დამემთავრებინა".