ადიგენის, აბასთუმნის და ახალქალაქის მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 903 აბონენტს აბასთუმანში რუსთაველის, ფალიაშვილის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აღობილის დასახლებაში.
13 ნოემბერს 10:30-დან 18:00 საათამდე 968 აბონენტს ადიგენში თორნიკე ერისთავის, ბალახაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:30 საათამდე 2 059 აბონენტს ახალქალაქის რაონის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი, თოკი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.