ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბორჯომში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 173 აბონენტს ბორჯომში ხანძთელის, რობაქიძის, შანიძის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.