ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვებია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები მოქმედებს.
ძლიერი ქარბუქი და ყინვაა მიზეზი იმისა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.