25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.
ქვეყანაში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
97 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
რუსეთის წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან შეებრძოლნენ.
ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.