ახალციხეში, ახალქალაქსა და ასპინძაში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდება 1 691 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ვალე და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე - 911 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, მურჯახეთი, მიმდებარე სოფლებში და ახალქალაქის გარეუბანში.
13:00-დან 14:00 საათამდე - 1 847 აბონენტს ქ. ახალქალაქში აღმაშენებლის, თავისუფლების, ნალბანდიანის, თუმანიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:30-დან 18:30 საათამდე - 467 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაქალაქევი, თმოგვი, ვარძია, ხერთვისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.