დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს ადიგენში.
მლაშეს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, პროგრამის ფარგლებში,.დაბა ადიგენში საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ახალგაზრდებმა მოსახლეობას დაუნის სინდრომის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიების მონაწილეებმა ადმინისტრაციულ შენობასთან ფლეშმობი მოაწყვეს.
ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში მოეწყო. .