ახალციხემ ძველი დროშა და გერბი დაიბრუნა
ახალციხის მუნიციპალიტეტს, შექმნიდან 5 თვის შემდეგ, სიმბოლოები აქვს.
წარმიმადგენლობითმა ორგანომ, მე-6 სხდომის პირველი საკითხი, ხმათა უმრავლესობით მიიღო. შესაბამისი განკარგულება საკრებულომ გამოსცა.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ახალციხის სიმბოლოებად ის გერბი და დროშა შეირჩა, რომელიც მუნიციპალიტეტს ქალაქად და თემად გაყოფამდე ჰქონდა.
საკრებულოს ინიციატივა ჰერალდიკის საბჭომ მოიწონა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის შემდეგ, ახალციხის მერიამ კონკურსი გამოაცხადა და გერბი და დროშა შეარჩია. გამგეობის მიერ რამდენჯერმე გამოცხადებული კონკურსი კი უშედეგოდ სრულდებოდა.