საზოგადოება
როდემდე გაგრძელდება უამინდობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.
სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა.
რაც შეეხება ახალციხეს, მომდევნო ათი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება.
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„23 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და თოვლი, ქარბუქი, ასევე ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი ღელვა, შტორმი. იყავით ფრთხილად, თოვლცვენის გამო ნუ ივლით მაღალი კორპუსების ქვემოთ საფეხმავლო ბილიკებზე, ასევე მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მოძრაობის დროს“ - წერს მეტეოროლოგი.
უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.
„საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;
25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
25 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
25 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
26 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.
გააზიარეთ :