ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აპრილს, 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 227 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურსა და ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში.
11:00-დან 18:00 საათამდე 1 306 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი, ცემი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:30 საათამდე 1 738 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, ორჯა, ხულგუმო, ბავრა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.