ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს 8 500-მდე აბონენტს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს, 09:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 962 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, ტყემლანა, გურკელი, წყორძა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:30 საათამდე 2 126 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 16:00 საათამდე 2 590 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ძველი, ჭობარეთი, ივერია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში სულხან-საბას, ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 16:00 საათამდე 1 680 აბონენტს ბაკურიანში წაქაძის, აღმაშენებლის, ახალშენის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ბორჯომში 9 აპრილის, თორის, სტალინის, პლატოს და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.