რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს, 09:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5 078 აბონენტს ახალციხისა და ადიგენის რაიონის სოფლებში წინუბანი, ტყემლანა, ფხერო, ხევაშენი, შოყა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 5 136 აბონენტს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანჩალი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ნინოწმინდასა (პუშკინის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე) და ახალქალაქში (სანაპიროს, ნინოწმინდის, ცეტკინის და მიმდებარე ქუჩებზე).
12:00-დან 16:00 საათამდე 4 413 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტიმოთესუბანი, ყვიბისი, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში. ბორჯომში 9 აპრილის, კალანდაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.