ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა
უბედური შემთხვევა ტყიბულის მინდელის შახტაში.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მასამ შახტაში მყოფი მუშები მოიყოლა.
უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მათგან ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.