ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 612 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, ანდა, საფარა, ყულალისი.
11:00-დან 18:30 საათამდე 1 193 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა.
11:30-დან 18:30 საათამდე 140 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუსთავი და ინდუსა.
12:30-დან 16:00 საათამდე 369 აბონენტს ქ. ბორჯომში აღმაშენებლის, ვაშლოვანის, თორის ქუჩებზე და სოფელ ყვიბისში.
12:00-დან 15:00 საათამდე 1 203 აბონენტს დაბა ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.