სამცხე–ჯავახეთში 3 200 აბონენტს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მაისს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 725 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სულდა, დადეში, ხულგუმო და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 17:00 საათამდე 290 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში სადგერი, პატარა მიტარბი და 9 აპრილის ქუჩაზე ბორჯომში.
11:00-დან 18:30 საათამდე 439 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში.
11:00-დან 18:00 საათამდე 364 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, ტყემლანა და თისელი.
11:00-დან 18:00 საათამდე 386 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში მოხე, ჭეჭლა, ზედუბანი, აფიეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.