ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლებში დენი გაითიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 316 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში მინაძე, წინუბანი, ტყემლანა, წრიოხი და მიმდებარე სოფელბში.
11:00-დან 19:00 საათამდე 2 708 აბონენტს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, აზავრეთი, ვარევანი, თოთხამი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 1 243 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოშორა, ოთა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში კლდიაშვილის, ვარძიის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 17:00 საათამდე 121 აბონენტს ბაკურიანში წაქაძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, კოხტაგორის და 25-იანების მიმდებარედ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.