ვის შეუძლია მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა
16:20 / 03.08.2024
„მეფუტკრეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა ჩვენმა ფერმერებმა გააფართოვონ საფუტკრე მეურნეობა და გაზარდონ თაფლის წარმოება. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ, რომელმაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ადგილობრივებს მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა გააცნო.
მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უწყების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. შამუგიას განმარტებით, მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS). „მეფუტკრეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა ჩვენმა ფერმერებმა გააფართოვონ საფუტკრე მეურნეობა და გაზარდონ თაფლის წარმოება. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფერმერების ხელშემწყობი არაერთი ღონისძიება გავატარეთ, 200-ზე მეტი კოოპერატივი დავაფინანსეთ სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენის, ასევე სკების განახლების მიმართულებით. გავაძლიერეთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ გამოვიყენოთ და ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ამ მიმართულებით გაგვაჩნია და ფერმერებს მხარი დავუჭიროთ ხარისხიანი და მეტი პროდუქციის წარმოებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მეფუტკრეობა რეგიონში საკმაოდ განვითარებული დარგია. სახელმწიფო წლებია მეფუტკრე ფერმერებს სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს. ახალი პროგრამაც ადგილობრივი მოსახელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.