ქართული ვაშლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია
ექსპორტირებული ვაშლის ღირებულება 6-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით ექსპორტირებულია 9,1 ათასი ტონა ვაშლი, რომლის ღირებულებამ 5.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 7.6 ათასი ტონით, ღირებულება კი 4.8 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი, რაც 6-ჯერ აღემატება წინა წლის ღირებულებას.
აღსანიშნავია, რომ ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც 9 026 ტონა ვაშლი გავიდა, ყაზახეთში 60 ტონა ვაშლია ექსპორტირებულია, თურქეთში 21 ტონა, ხოლო სომხეთში 2 ტონა ვაშლის ექსპორტირება განხორციელდა.