ამინდი
საღამოს თოვა განახლდება და დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება - ამინდი სამცხე-ჯავახეთში
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქნება თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოინაცვლებს ხვალ დილამდე. კვირის დასაწყისში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დაბლობში -5 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, შემდეგ კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, ღამით -1, -4; -1,+4-ის ფარგლებში იქნება. დღის ტემპერატურა მნიშვნელოვნად კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, დაბლობ რაიონებში +15,16 გრადუსამდე, მთიან რაიონებში +10,12 გრადუსი და მაღალმტიან რაიონებში +8-10 გრადუსი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს საღამოდან იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მათ შორის, თბილისშიც, იქნება თოვლჭყაპი. მთიან-მაღალმთიან რაიონებში იქნება თოვლი, კახეთის ზოგიერთ რაიონში ნალექი იქნება თოვლის სახით, ზოგან უნალექო.
რაც შეეხება გუდაურსა და ბაკურიანს, ხვალ დილამდე ზამთრის კურორტებზეც თოვაა მოსალოდნელი. ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება, -13,14 გრადუსამდე, მომდევნო კვირის ბოლოს კი იქაც მოიმატებს ტემპერატურა.
6 და 7 მარტს, ახალციხეში ჯერ თოვა, შემდეგ კი მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +7 და +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 და -6 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით +8 და +11 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი -5 და -1 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. 2 მარტს დღე აქაც უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +6 და +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -9 და -7 გრადუსი იქნება.
ადიგენშიც დღისით +5 და +9 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით -5 და - 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვლი და ყინვა ისევ შენარჩუნდება ორი დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით +1 და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -10 და -8 გრადუსი იქნება.
ნინოწმინდაში მზე გამოანათებს, თუმცა ყინვა მაინც შენარჩუნდება. სინოპტიკოსები დღისით 0 და +3 გრადუსს, ხოლო ღამით -11 და -9 გრადუსს ვარაუდობენ.
დღეს თოვლიანი და მზიანი იქნება რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +5 და +6 გრადუსია, ხოლო ღამით -12 და -7 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ბაკურიანს, ტემპერატურა დღისით +1 და +5 გრადუსია, ხოლო ღამით -7 და -3 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.
გააზიარეთ :