პუტინმა რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა სცადა, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში "არასაჭირო" ომი მიმდინარეობს, რომელიც ერთმა კაცმა, ვლადიმერ პუტინმა აირჩია.
"პუტინმა „უსირცხვილოდ დაარღვია“ გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები და უბრძანა თავის ჯარებს შეჭრილიყვნენ უკრაინაში. პირდაპირ და მარტივად, ეს ომი უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების გაქრობას ემსახურება. სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ ... ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ" , - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, სხვა ქვეყანას "არ შეუძლია ერის ტერიტორიის ძალით წართმევა".
"პუტინი ირწმუნება, რომ მას ასე უნდა ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ არავინ დამუქრებია , რუსეთის გარდა კონფლიქტს არავინ ცდილობდა... უკრაინას აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა სუვერენულ ერს ეკუთვნის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.