დღის ფრაზა
უკრაინა პუტინისთვის არასდროს იქნება გამარჯვება - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინის ხელში ჩაგდების მცდელობა ვერასდროს გახდება წარმატებული.
„მან უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. რუსეთი, შესაძლოა, საშინელ ფასად კვლავ გააგრძელებს თავის წინსვლას, თუმცა ერთი რამ ცხადია: უკრაინა ვერასდროს იქნება პუტინის გამარჯვება. პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის შენარჩუნებას. თუ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე დღეს არ ვუპასუხებთ, მომავალში ამერიკელი ხალხისა და თავისუფლების საფასური გაცილებით დიდი იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა.
მან უკრაინელი ხალხი ომის დროს გაწეული წინააღმდეგობისთვის შეაქო.
„მათ თავისი სიმამაცით, პატრიოტიზმითა და თავისუფლად ცხოვრების დაუმორჩილებლობის მტკიცე ნებისყოფით მთელი მსოფლიო შთააგონეს. პუტინის ომმა ქალების, ბავშვების და დანარჩენი უკრაინელების უზარმაზარი ტანჯვა და სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :