SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
აბრეშუმის გზა
პოპულარული ჭორები კორონავირუსის შესახებ
ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთში სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება ვირუსთან დაკავშირებული ჭორები. „ალტერნატიული თეორიები“ ამბობენ, რომ ვირუსის განკურნება შესაძლებელია მარილის ხსნარით ან სპეციალური ჩაის დალევით, რომ ვირუსი ბანანებით და „ალიექსპრესის“ ამანათებით ვრცელდება.

„ბიბისიმ“ კორონავირუსზე გავრცელებული ყველაზე პოპულარული ჭორებს მოუყარა თავი.

1. ვირუსი ბანანებით ვრცელდება

რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უკრაინის სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბანანით ან სხვა ხილით ხდება.

„სინხუას პროვინციაში, საავადმყოფოში 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები. ყველაზე უფროსი 35 წლის იყო, ხოლო უმცროსი ერთი წლის. მთავარი ტელეარხების ახალ ამბებში გამოაცხადეს, დროებით უარი თქვან ბანანების მიღებაზე, განსაკუთრებით იმ ხილზე, რომელიც ქვეყნის სამხრეთიდან ჩამოაქვთ“, – წერენ სოციალურ ქსელებში.

აღნიშნული ტექსტის ზოგიერთ ვარიანტში ნათქვამია, რომ ინფორმაციას სინხუას საავადმყოფოს ჩუნმინის ფილიალი ავრცელებს. ასეთი კლინიკა ნამდვილად არსებობს და უხანში მდებარეობს. თუმცა, კორონავირუსს ბანანებთან ან სხვა ხილთან არც ერთი ჩინელი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი არ აკავშირებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსი ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ცოცხლობს.

2. „ალიექსპრესის“ ამანათები

სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი შეცდომით ამტკიცებს, რომ ვირუსი ჩინეთიდან გაგზავნილი ამანათებით ვრცელდება.

ამ ჭორის გავრცელების შემდეგ, კომპანია „ალიექსპრესი“ იძულებული გახდა, გაევრცელებინა განცხადება, რომ მისი ამანათები გაგზავნამდე სანიტარულ შემოწმებას გადის.

„ალიექსპრესის“ ამანათებისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი მემე და ხუმრობა გავრცელდა.

უკრაინაში გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა ჩინეთიდან ამანათების მიღების შეზღუდვას გეგმავს, რაც ასევე არასწორია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამანათებიდან ვირუსით ინფიცირება შეუძლებელია, რადგან ამანათის ადრესატამდე ტრანსპორტირებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

3. ალკოჰოლი

სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე წერენ, რომ კორონავირუსისგან დასაცავად აუცილებელია 250 გრამი არყისა ან კონიაკის დალევა.

ეს ხუმრობით დაწერილი ინფორმაცია ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა სერიოზულად მიიჩნია.

მეტიც, როგორც „ბიბისი“ იუწყება, თავად ქალაქ უხანში მოსახლეობის ნაწილი, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებენ, რათა ვირუსისგან თავი დაიცვან.

ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლოებას, რომ ალკოჰოლი ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც ვირუსთან ბრძოლას ართულებს. ალკოჰოლის გამოყენება რეკომენდებულია ხელების ან პროდუქტების დეზინფექციისთვის. მათივე თქმით, ერთადერთი საშუალება, რომლითაც ინფიცირების რისკის შემცირებაა შესაძლებელი, არის ჰიგიენის დაცვა.

ამერიკელი ინტერნეტმომხმარებლები ასევე წერდნენ, რომ კორონავირუსს მარიხუანას მოხმარებით ამარცხებენ. თუმცა, ექსპერტებმა ეს ვერსიაც გამორიცხეს.

4. მარილის ხსნარი

​ჩინეთის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსთან გამკლავება ყელში მარილხსნარის გამოვლებით არის შესაძლებელი. ამ ვერსიის ავტორად მიიჩნევენ ცნობილ ჩინელ პულმონოლოგს, რომელიც გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს. ეს ჭორი მის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გაკეთებული კომენტარით დაიწყო, რომელშიც ის საუბრობდა ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე და იქვე აღნიშნა, რომ მარილხსნარის გამოყენება შეიძლება, იყოს თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება.

სოციალურ ქსელებში ეს კომენტარი „ალტერნატიულ თეორიად“ გადაიქცა.

სინამდვილეში, ვირუსის გადაცემა ხდება არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ თვალის ლორწოვანი გარსით. ამიტომ ექიმები ურჩევენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელი.

არც ერთი ავტორიტეტული წყარო არ ადასტურებს, რომ მარილის ხსნარი კორონავირუსს კურნავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ფრანს პრესთან“ საუბარში დაადასტურა, რომ ეს ფეიკნიუსია.

5. ყველაფერი ღამურით დაიწყო

ევროპის სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ვერსია, რომ კორონავირუსი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ახალგაზრდა ჩინელმა ქალმა ღამურის წვნიანი მიირთვა.

როგორც წესი, ამ ვერსიას თან ახლავს ვიდეოჩანაწერი, სადაც გოგონა წვნიანის თეფშიდან იღებს რაღაცას, რაც ჰგავს ღამურას.

სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელებში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. თავად ამ ვერსიას ბევრი ქსენოფობიად და ადამიანების შიშით მანიპულაციას უწოდებს.

რაც შეეხება ვირუსის კავშირს ველურ ცხოველებთან, ის ნამდვილად არსებობს. მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი გაჩნდა ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე, სადაც ველურ ცხოველებს ყიდიდნენ, ასევე ამზადებდნენ და იქვე მიირთმევდნენ. ასეთი ბაზრობები მთელ ჩინეთშია გავრცელებული და ეპიდემიოლოგების დასკვნით, მართლაც სახიფათოა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კორონავირუსის გავრცელებას რამდენიმე წლის წინ ვარაუდობდნენ კიდეც.

რაც შეეხება ვიდეოს, ის არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან. ის უხანში არ არის გადაღებული. მეტიც, ამ ქალაქში ღამურები დელიკატესად არ ითვლება.

ეს ვიდეო პალაუს რესპუბლიკაშია გადაღებული. ამავე დროს ღამურებს საკვებად იყენებენ ლაოსში და აფრიკულ რესპუბლიკა სან ტომეში. ამას გარდა, ღამურებს ადრე საკვებად იყენებდნენ იტალიაშიც.

წყარო: 1tv.ge
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetbetigma girişvaycasinodizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbettipobetjojobetcasibomhuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetBetigmajojobet girişholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbetboxjojobetbetpassahabet girişumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9099Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisbetpuanjojobetcasibom girişistanbul escort telegramJojobetcasibomcratosroyalbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetpark girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcratosroyalbet1xbet giriştipobetcratosroyalbetgalabetbetboxsekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabetsekabetbetnanomarkajbetjojobetjojobetmeritkingvdcasinobetparkbetciopadişahbetiptv satın alJojobetmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24royalbet girişjojobetStreameastkiralık hackerelexbetelexbetcasibomcasibommarsbahismp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomcasibomholiganbet girişsahabetbetparkholiganbet girişjojobetjojobetsekabetmatbetpusulabetjojobetdeneme bonusu veren sitelerjojobetholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelerjojobetsahabetivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноbets10casibom giriş