30 ივლისამდე საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს".
რაც შეეხება ახალციხე, უახლოესი სამი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:
სამშ: დღისით +30, ღამით +15
ოთხშ: დღისით +25, ღამით +14
ხუთშ: დღისით +26, ღამით + 15
28 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ახალციხეში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა ელჭექით.