10 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდი იქნება უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ცივი ამინდი შენარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, თბილისში, 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10 გრადუსამდე დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -4, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13 გრადუსამდე დაეცემა.