სამცხე-ჯავახეთში ამინდი უარესდება
სამცხე-ჯავახეთში სინოპტიკოსები 29 იანვრიდან თოვლის სახით ნალექს ვარაუდობენ. ღამით მოსალოდნელია ყინვა.
28 იანვარს ახალციხესა და ბორჯომში ტემპერატურა დღისით +8° დაფიქსირდება, ადიგენში +4°, ხოლო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 0°-ია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
29 იანვარს ახალციხეში ტემპერატურა დღისით +4 გრადუსამდე დაიკლებს, ბორჯომში +6° იქნება, ადიგენში +2°, ხოლო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში -1°. მოსალოდნელია თოვლი.
30 იანვარს ახალციხესა და ბორჯომში ტემპერატურა დღისით +6° დაფიქსირდება, ადიგენში +2°, ხოლო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 0°. შესაძლებელია მცირე ნალექი თოვლის სახით.
რეგიონში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. სამცხეში ტემპერატურა -6 გრადუსამდე, ხოლო ჯავახეთში -7 გრადუსამდე დაეცემა.