სამცხე-ჯავახეთში ამინდი იცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 მაისს ამინდი შეიცვლება საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
ახალციხეში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმა იქნება. +24 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ასპინძაში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ადიგენშიც თბილი ამინდი იქნება. +22 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი აბასთუმანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალქალაქშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი იქნება ნინოწმინდაშიც. +17 იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.