კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია - დავითაშვილი "ბორჯომზე"
18:06 / 13.06.2022
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომში“ საქართველოს, აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება.
დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ახსნა „ბორჯომსა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.
მისი თქმით, “ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამის გადაწყვეტილებით კი 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა.
"მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით და ერთი დამკვირვებელი დირექტორით. შემდგომში აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“- განმარტავს დავითაშვილი.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მეორე მსხვილი აქციონერი კომპანიაში „Black Waters Limited“-ია, რომელსაც 38.48% აქციების გააჩნია. ასევე, ძალიან მცირე წილი 3.79% ეკუთვნის „ბორჯომის“ ყოფილ თანამშრომელს და სხვადასხვა აქციონერებს, რომლებიც ჯამში ამ ოდენობას ფლობენ.
"ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე დელეგირება მოახდინოს მმართველობის კუთხით, ესეც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა.
„სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილა მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ვუპასუხოთ, რომლებიც საკმაოდ დაზიანდნენ სანქციების შემოღების დაწყებიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.