უახლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს და ხვალ საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა
დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
6 – 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს. დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ახალციხეს, 4 – 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 6 – 7 ივნისს, უმეტესად, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს +21, +22, ხოლო 6 – 7 ივნისს +26, +24 გრადუსია მოსალოდნელი.