საქართველოში, მიწისძვრას ნგრევა არ მოყოლია
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ძლიერად იგრძნობოდა.
ზუსტად ერთი წლის წინ, 8 ივნისს, საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ღრმაკერიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მაშინაც, ეპიცენტრი იყო საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი. სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში.