სიახლეები
საქართველო–სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
დღეს, დილის 8 საათისთვის, მიწისძვრა მოხდა საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის

ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 3,9 იყო.

5 ივნისს, ღამის 22:40 წუთისთვის 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სომხეთის და რუსეთის ტერიტორიებზეც. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

აზერბაიჯანსა და საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შესახებ ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


| Print |