საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, მსოფლიოს ჩემპიონთან ნიკოლოზ დერიუგინთან ერთად სამცხე–ჯავახეთს ეწვია.
შეხვედრაზე რეგიონში კალათბურთის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და ახალციხეში მწვრთნელთა გადამზადებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
აქცენტი რეგიონში სპორტული, კერძოდ კი კალათბურთის მაღალი დონის ინფრასტრუქტურა მოწყობის შესახებ გაკეთდა.
ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, გუბერნატორს ეროვნული ნაკრების, მისი სახელობის მაისური გადასცა და ნაკრების წევრთა ხელმოწერებით დამშვენებული საკალათბურთო ბურთი აჩუქეს.
სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, კახა სამხარაძე და კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები, ახალციხის სპორტსკოლას ესტუმრნენ.
ახალციხის მერის გეგმის მიხედვით, სპორტსკოლაში საკალათბურთო დარბაზის რეაბილიტაცია საჭირო. დარბაზი, სრულიად სარემონტოა და რეკონსტრუქციის შემდეგ იგი სათამაშო არენად უნდა იქცეს.
გეგმის მიხედვით, დარბაზს მოენგრევა კედლები და მიშენდება ტრიბუნები, გარემონტდება საშხაპეები და აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ხოლო კალათბურთისთის აუცილებელ ატრიბუტიკას - ფარებს, ბურთბს, ბადეებს, სპორტსკოლაში, საქართველოს კალათურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.