სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს
10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 426 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში მოხე, ჭეჭლა, ნამინაური და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:30 საათამდე 1874 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, გორელოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 18:30 საათამდე 2581 აბონენტს ბაკურიანში და ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამზე, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 16:00 საათამდე 130 აბონენტს ახალციხეში 9 აპრილის, რუსთაველის, საფარის, ვარძიის, დავითისა და კონსტანტინეს, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.