სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს
10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1194 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, გომარო, ჭელა, ნამინაური და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:30 საათამდე 1738 აბონენტს ახალქალაქში აგამალიანის, ცეტკინის, ნინოწმინდის გზატკეცილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ბაგვა, ორჯა, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე 700 აბონენტს ბორჯომში რობაქიძის, შანიძის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ციხისჯვარში და ანდეზიტში,
15:15-დან 17:15 საათამდე 1888 აბონენტს ახალციხეში თამარაშვილის, კოსტავას, დიდიმამიშვილის, ორბელიანის, მანველიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.