ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს
10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 67 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში დერცელი და კიკიბო,
12:30-დან 15:00 საათამდე ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, კუმურდო, ჩუნჩხა, მურჯახეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალქალაქში ცეტკინის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩებზე,
14:00-დან 18:00 საათამდე 1367 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, ორალი, ხაკი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.