როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება? (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, სვირი, წირა, ანი, ჭვინთა, ბოგა, ელიაწმინდა, ტატანისი, მიქელწმინდა.
12:00-დან 12:05 საათამდე და 13:55-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ვალეში სადგურის, ვაჟა ფშაველას ქუჩებზე, II შახტის ტერიტორიაზე, ფარეხაში, სხვილისში.
14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნიალა, გავეთი, ყარაბულაღი, ფანაქეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.