ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში, ტრადიციულად, "ჯივანის" დღესასწაული გაიმართა. კარწახში,
7 ივლისს, გამართულ ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჯივანის სახლ-მუზეუმთან შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ტრადიციული წესით გამოცხვა სომხური ლავაში და გაიმართა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა კი მუზეუმის კეთილმოწყობას მოხმარდება.
"ჯივანი" (1846-1901წწ.) - გამოჩენილი სომეხი პოეტის, მუსიკოსის, აშუღის სერობ სტეფანეს ძე ლევონიანის ფსევდონიმია. იგი სოფელ კარწახში გლეხის ოჯახში დაიბადა.
იგი 1000-ზე მეტი ლექს-სიმღერის ავტორია, ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე ზღაპარი; მის შემოქმედებით თემატიკას შეადგენს სასიყვარულო ლირიკა, პატრიოტულ-დიდაქტიკური შინაარსი.
მისი პოეზია ოპტიმისტურია, ძირითადად წერდა ტრადიციული აღმოსავლური პოეზიის ფორმებით.
ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1882 წელს პირველად გამოსცა ლექსების კრებული ქ. ალექსანდრიაში.
ჯივანის ლექსები თარგმნილია რუსულ და ევროპულ ენებზე.
"ჯივანი" თბილისში სომეხ მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
]]>