სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს
10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 711 აბონენტს ახალციხის რაიონში დერცელში, კეხოვანში, აბასთუმანსა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე 1869 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე, პამაჯი, საძელი, ორალი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 16:00 საათამდე ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, სპასოვკა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 19:30 საათამდე 1344 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ვარგავი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.