სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება
12:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება 133 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩითახევი, დვირი, ჭობისხევი.
12:00-დან 17:00 საათამდე - 832 აბონენტს ასპინძაში ვარძიის, რუსთაველის, ერეკლე II, ჭავჭავაძის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:30-დან 11:30 საათამდე - 304 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში რუსთაველის ქუჩაზე.
11:30-დან 13:30 საათამდე - 414 აბონენტს დაბა აბასთუმანში რუსთაველის, ასათიანის, ფალიაშვილის ქუჩებზე.
13:30-დან 17:00 საათამდე - 195 აბონენტს დაბა აბასთუმანში ფალიაშვილის ქუჩაზე, აღობილის და არაზინდოს დასახლებებში.
12:00-დან 19:30 საათამდე - 848 აბონენტს ახალქალაქში ჯავახეთის, ჯივანის ქუჩებზე, ვაჩიანის გზადკეცილზე და სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი.
13:00-დან 16:00 საათამდე - 3808 აბონენტს სოფლებში ხანდო, აზავრეთი, იხტილა, ბეჟანო, მერენია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.