სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს
07:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7142 აბონენტს ახალქალაქში ნალბანდიანის, მაშტოცის, თუმანიანის, მიასნიკიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში დილისკა, ჩამდურა, მურჯახეთი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:30 საათამდე 1027 აბონენტს ნინოწმინდაში მიკოიანის, კიროვის, კეცხოველის, თავისუფლების და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 14:00 საათამდე 374 აბონენტს ბაკურიანში აღმაშენებლის, თრიალეთის, წაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.