ახალციხესა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1369 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, ივლიტა, საძელი და მიმდებარე სოფლებში,
16:00-დან 18:00 საათამდე 912 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.