სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება
12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1668 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური.
14:30-დან 18:00 საათამდე - 227 აბონენტს ქ. ახალციხეში აღმაშენებლის, ჭონქაძის, აბასთუმნის, გიორგი ბრწყინვალის, ბორჯომის ქუჩებზე, სოფლებში წირა, წყრუთი.
14:30-დან 18:00 საათამდე - 502 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდე, წნისი.
15:00-დან 16:00 საათამდე - 1891 აბონენტს ქ. ახალციხეში თამარაშვილის, კოსტავას, დიდიმამიშვილის, ივ.ახალციხელის, ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 19:30 საათამდე - 710 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურცხი, ბურნაშეთი, ღადოლარი, ლომატურცხი.
12:00-დან 13:30 საათამდე - 1357 აბონენტს სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 15:30 საათამდე - 3573 აბონენტს ახალქალაქში თავისუფლების, ნალბანდიანის, თამარ მეფის, რუსთაველის, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.