სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1000 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, სვირი, წირა, ანი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 16:00 საათამდე - 110 აბონენტს სოფლებში ანდრიაწმინდა, ანდა, საფარა, ღრელი.
11:00-დან 14:00 საათამდე - 331 აბონენტს სოფელ დვირში.
16:00-დან 19:00 საათამდე - 455 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი, ჭობარეთი, ივერია, საყუდაბელი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:30 საათამდე - 415 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო.
11:00-დან 16:00 საათამდე - 1725 აბონენტს ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, თბილისის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 16:00 საათამდე - 1195 აბონენტს სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.