ერთ კვირაში გაქურდული სამი სახლი ახალციხეში
ახალციხეში, ბოლო ერთ კვირაში სამი სახლი გაქურდეს. თამარაშვილის, რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე მდებარე კორპუსების მაცხოვრებლების სახლებიდან ძირითადად თანხა და
ოქროულობა წაიღეს. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეპატრონეები ზღვაზე იმყოფებოდნენ და ბინის გაქურდვის შესახებ, მხოლოდ დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს.
რაც შეეხება ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს, შსს–ს ცნობით, ოჯახის წევრები დღის განმავლობაში მაღაზიაში იყვნენ, ხოლო საღამოს დაბრუნებულებს ბინა გაქურდული დახვდათ.
რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ოჯახს, აქაც ვარაუდობენ, რომ სახლი დღისით გაიქურდა.
სამივე ქურდობის შემთხვევაში წაღებულია თანხა და ოქროულობა.
შსს–ს განმარტებით, რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე მომხდარი დანაშუალის შესახებ, პოლიციაში განცხადება 1–ლ აგვისტოს შევიდა, რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩას ფაქტის შესახებ შსს–თვის 26 ივლისს შეიტყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 177 –ე ქურდობის მუხლით იძიებს.