ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს
11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 964 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდორი, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე 3339 აბონენტს ახალციხეში კაკაჩიშვილის, გამსახურდიას, ხანძთელის, ორბელიანის, მთაწმინდელის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.