ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს
11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2344 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდას რაიონის სოფლებში არაგვა, კოთელია, ზაკვი, ვაჩიანი, პტენა და მიმდებარე სოფელბში,
12:00-დან 17:00 საათამდე 34 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში წაღვერი, კიმოთი, პატარა მიტარბი და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 17:00 საათამდე 1195 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ყაურმა, ოროჯალარი, სათხა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.