ასპინძაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1258 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, ნიჯგორი, მირაშხანი, ნიალა, გიორგიწმინდა, ვარძია და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.