სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს
06:00-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2519 აბონენტს ბორჯომში მესხიშვილის, რობაქიძის, სააკაძის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:30-დან 18:00 საათამდე 260 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში ანი, ჭვინთა, ელიაწმინდა და მიმდებარედ,
12:00-დან 15:00 საათამდე 866 აბონენტს ნინოწმინდაში თავისუფლების, სპანდარიანის, რუსთაველის, ჩარენცას, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე,
13:00-დან 17:00 საათამდე 1755 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში სულდა, დადეში, მიასნიკიანი, გოგაშენი და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.